ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

ნახვები: 713 „ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, განხორციელდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკის ელექტრო ქსელიდან გათიშვა და მიმდინარეობს მზადება მის გასაგრილებლად და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მე-6 ენერგობლოკი კვებავდა მხოლოდ სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, ვინაიდან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.

„ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ ამჟამად სადგურის ფუნქციონირება ხორციელდება დიზელის გენერატორებისგან მიწოდებული ენერგიით, რის გამოც საჭიროა დიზელის საწვავის დამატებითი პარტიების მიწოდება, რათა გაგრძელდეს სადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წლის მარტიდან რუსების კონტროლის ქვეშაა, თუმცა მის ფუნქციონირებას უკრაინულ პერსონალი ახორციელებს. ბოლო პერიოდში სადგურის ტერიტორიის დაბომბვის გახშირების გამო, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს, ადგილზე გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩავიდა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა მოითხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა