ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სტოლტენბერგი: ომში რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია ჩართული, მეტი დახმარება უკრაინას

ნახვები: 508 სტოლტენბერგი: ომში რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია ჩართული, მეტი დახმარება უკრაინას

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ია ჩართული. ის ალიანსის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა 9 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნებმა იარაღით, ტყვია-წამლით და სხვა საბრძოლო რესურსებით უკრაინას უპრეცედენტო დახმარება უკვე გაუწიეს. მისი თქმით, მართალია, ეს დახმარება საკუთარი სამხედრო რესურსების შემცირების ხარჯზე ხდება, თუმცა ეს რესურსები, სინამდვილეში, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანი ალიანსის რუსეთის აგრესიისგან დაცვისთვისკენაა მიმართული.

“სინამდვილეში, იმაში დარწმუნებით, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში, ჩვენ ასევე ვზრდით ჩვენსავე უსაფრთხოებას და ვამყარებთ ალიანსს იმის დამტკიცებით, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს ამ ტიპის ქცევას არ დავუშვებთ. ასე რომ, ამ [დასავლეთის შეიარაღების] მარაგების გამოყენება სინამდვილეში გვეხმარება ჩვენივე უსაფრთხოების გაზრდაში და რუსეთის მხრიდან NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისადმი აგრესიის რისკების შემცირებაში.

ასევე დავამატებ, რომ რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია ახლა უკრაინაში ომისკენ მიმართული. რა თქმა უნდა, რაც იქ მოხდება ამას გავლენა ექნება რუსეთის მთლიან უნარზე, შექმნას რამენაირი საფრთხე  NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისთვის. ჩემი უპირველესი გზავნილი მოკავშირეებისადმი არის ის, რომ მივესალმოთ უპრეცედენტო მხარდაჭერას, მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ და მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ინვენტარი, მარაგები მოიძიოთ, რათა განვაგრძოთ იმ მასალების მიწოდება უკრაინისთვის, რაც მათ მყისიერად სჭირდებათ. და ჩვენ ვხედავთ რომ ამას ხმელეთზე უდიდესი ცვლილებები მოაქვს.“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა