სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 298 გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და გმობენ ძალის გამოყენებას მკაცრად გმობენ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების საგანგებო სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

„საბჭოს წევრები მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის მხარეებისადმი მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, განიმუხტოს დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

საბჭოს წევრები მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

„უშიშროების საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ცენტრალური როლის მიმართ და მოუწოდებენ მხარეებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ მათთან წინაპირობების გარეშე დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა