თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესზე ერთ-ერთ ყველაზე კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, მიუხედავად ამისა, რთულია ოპტიმიზმი, მაგრამ პროცესიდან გამოთიშვა სწორი არ მგონია

ნახვები: 434 ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესზე ერთ-ერთ ყველაზე კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, მიუხედავად ამისა, რთულია ოპტიმიზმი, მაგრამ პროცესიდან გამოთიშვა სწორი არ მგონია

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს იყო ერთ-ერთ ყველაზე ნორმალური და კონსტრუქციული შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეხვედრას ესწრებოდა ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო, როგორი უნდა იყოს ბრძანება, რომელსაც გამოსცემს პარლამენტის სპიკერი ომბუდსმენის შერჩევის საკითხზე. შეხვედრები გაგრძელდება. ეს არ იყო საბოლოო შეხვედრა. თითქმის ყველა პრინციპული საკითხი გათვალისწინებული იქნა მეორე რედაქციაში. ვნახავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ასახული და გაგრძელდება უკვე საუბარი კომისიის შემადგენლობაზე, როგორ უნდა შეირჩეს ის ცხრა ადამიანი კომისიის შემადგენლობაში, რომლებიც შეფასებას დაუწერენ ომბუდსმენის კანდიდატებს ამ პროცესში“,- აღნიშნა სამნიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კონსტრუქციული შეხვედრის მიუხედავ, ოპტიმიზმი რთულია. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია, ოპოზიცია ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული.

„რთულია, ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი, რომ „ოცნება“ მზად არის, ქვეყანამ მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ომბუდსმენი. ასეთი ოპტიმიზმი, სამწუხაროდ, ჯერ არ მაქვს. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია, ოპოზიცია ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორი პროცესია, ისევე როგორც ყველა კანდიდატს ჰქონდეს სრული წარმოდგენა პროცესზე, რამდენად ენდოს  პროცესს და მიიღოს მონაწილეობა. ასევე არ მგონია სწორი, რომ ამ პროცესს გამოვეთიშოთ“,- განაცხადა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა