Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაატა მანჯგალაძე - არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს

ნახვები: 568 პაატა მანჯგალაძე - არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს

ოპოზიციას გვაქვს კონკრეტული რეფორმა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ ამას გულისხმობს კობახიძე, ესტონურ მოდელზეა საუბარი. დეტალები უნდა დავაზუსტოთ, როგორი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ მზად აქვს პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„უნდა ვნახოთ ინიციატივა და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, ვეთანხმებით თუ არა. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი პროექტი მზად გვაქვს, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ. თუ შესაძლებელია შევთანხმდეთ, ერთი და იმავეზე ვლაპარაკობთ, მაშინ რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ გაყალბების, ადამიანური ფაქტორის და მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს. ტექნოლოგიების გამოყენება კარგია იმიტომ, რომ ადამიანის მანიპულაციის, ადამიანის შეცდომის და ადამიანის მიერ არჩევნებზე გავლენის რისკებს ამცირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა