ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალეკო ელისაშვილი - ომბუდსმენის კანდიდატურაზე შეჯერება მნიშვნელოვანი პუნქტია, გიორგი ვაშაძე ამ პროცესს ფარსს ეძახის და ლოგიკურად გამოდის, რომ არ უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

ნახვები: 466 ალეკო ელისაშვილი - ომბუდსმენის კანდიდატურაზე შეჯერება მნიშვნელოვანი პუნქტია, გიორგი ვაშაძე ამ პროცესს ფარსს ეძახის და ლოგიკურად გამოდის, რომ არ უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

ძალიან სამწუხაროა, რომ გიორგი ვაშაძე ასე ფიქრობს და ასეთი უცნაური პოზიცია აქვს, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ რიგითი მოლაპარაკებები არ მიდის. საუბარია იმაზე, საქართველო აიღებს თუ არა ბილეთს, ევროკავშირის წევრობისას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12 პუნქტი უნდა შესრულდეს და თან ერთობლივად.

„ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეჯერება, რადგან ორივე მხარის ხმაა საჭირო. ამ პროცესს რომ ვაშაძე ფარსს ეძახის, ლოგიკურად გამოდის, რომ მას არ უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და მას ევროპული არჩევანი არ უნდა. ამაზე მარტივად, რა შეიძლება ითქვას? მიმაჩნია, რომ თავად არის გაუგებრობით დაკავებული და კარგი იქნება, ამ ქვეყნის მომავალზე დაფიქრდეს. დაგვიღეჭეს და გვითხრეს, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ. ეს ყველაფერი არის პროცესის დამაზიანებელი და ქვეყნის პერსპექტივის. ამ ყველაფერს რატომ აკეთებს, არ ვიცი, ალბათ უნდა, „ნაციონალების“ გული მოიგოს, რომ ყველაზე რადიკალია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მიიღებს მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, „რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს“. ვაშაძის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის კანონპროექტი შექმნილია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწყებული პროცესი ჩაშალოს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა