Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას

ნახვები: 449 სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს აღვნიშნავთ პარტნიორობის 30 წელს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის. ვარ ძალიან ამაყი, როგორც რეგიონალური დირექტორი საქართველოში, როდესაც ვუყურებ ამ მართლაც გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას. რატომ არის ეს უნიკალური? ამ 30 წლის განმავლობაში უამრავი პროექტის დასაფინანსებლად გამოვყავით 4 მილიარდამდე დოლარი, როგორიცაა ენერგეტიკული საიმედოობის ზრდა, დავეხმარეთ ახალი სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობაში, რეფორმებისთვის, ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, მე მჯერა არის ის, რომ ამ პარტნიორობამ გაუძლო დროს და არსებობდა საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულ პერიოდში, როგორიც იყო გადასვლა 90-იანი წლებიდან, საბჭოთა ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე; როგორიც იყო 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი და გლობალური ფინანსური კრიზისი. ჩვენ გამოვყავით მყისიერი დახმარება ორი მიმართულებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისთვის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, რათა დავხმარებოდით ეკონომიკის გაძლიერებას ამ რთულ დროს. და ბოლოს, ამ ტურბულენტურ დროს, კოვიდის პერიოდში და პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა გავლენის მოხდენა შეგვიძლია, რათა გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე და დავიცვათ ეკონომიკა და დავეხმაროთ ქვეყანას წინსვლაში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ამასთან, მოლინეუსმა უპასუხა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას, არსებულ ზრდაზე, რაც, მედიის წარმომადგენლების თქმით, მეტწილად დაკავშირებულია რუსი ტურისტების შემოსვლაზე და ფულად გადარიცხვებზე, არის თუ არა ეს მდგრადი განვითარებისთვის საკმარისი, თუ დროებითია.

„ვფიქრობ ეს ნაწილობრივ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მიგრანტები მოდიან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან და ბელარუსიდანაც; ვფიქრობ, ჯერ ცოტა გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ეს. თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ პანდემიამდე 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა რეგიონში, რადგან მიღებულ იქნა მყისიერი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რამაც მისი ეკონომიკა გახადა ძლიერი და არსებული გზა; ამ რეფორმების განხორციელების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი და ვხედავ, რომ რამდენიმე მათგანი უკვე მოქმედებს, მნიშვნელოვანი ინვესტიციები გაკეთდა ჯანდაცვის, განათლების გაუმჯობესებაში, რაც საქართველოს დაეხმარება წინსვლაში და კეთილდღეობაში“, – განაცხადა მოლინეუსმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მთავარი რეფორმა, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

„რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან წინსვლისთვის ეკონომიკაში არასდროს ვამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ერთ რამეზე; თუმცა ვფიქრობ – განათლება, ყურადღების გამახვილება მდგრად და მსოფლიო კლასის საგანმანათლებლო სისტემაზე დაეხმარება საქართველოს წინსვლაში, დამატებით სხვა რეფორმებთან ერთად“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა