Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ხათუნა სამნიძე - დაბრკოლება, რაც „კლანს“ შეგვიძლია შევუქმნათ, ესაა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები, მათი არჩევისთვის „ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს

ნახვები: 265 ხათუნა სამნიძე - დაბრკოლება, რაც „კლანს“ შეგვიძლია შევუქმნათ, ესაა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები, მათი არჩევისთვის „ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს

ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ სასამართლოში „კლანს", ეს არის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები - მათი არჩევისთვის „ქართულ ოცნებას" არ აქვს საკმარისი ხმები,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე არამოსამართლე წევრებისთვის კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. მან შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართა.

„კლანისთვის" საყრდენი არის იუსიტიციის უმაღლესი საბჭო. ეს გამოჩნდა 26 მაისსაც, მიუხედავად მკაფიო და მკაცრი გზავნილებისა დასავლელი პარნტიორების მხრიდან, ასევე იმის მიუხედავად, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი მკაფიოა და უნდა შეჩერებულიყო დანიშვნები, ეს მაინც გაგრძელდა. ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ „კლანს" ეს არის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები არამოსამართლე წევრების და მინდა თავმჯდომარეს ვთხოვო, რომ გამოცხადდეს კონკურსი, ისინი უნდა ავირჩიოთ ჩვენ, პარლამენტმა და შევთანხმდეთ, შევახსენოთ საზოგადოებას და ყველა პროფესიონალს, ვისაც უნდა ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს საკმარისი ხმები ამ ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის, 90 ხმაა საჭირო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანებს, რომ პროცესი იქნება ჯანსაღი, თუ ჩვენ დღესვე განვაცხადებთ, რომ გვექნება მკაცრი კრიტერიუმები შერჩევის და ეს იქნება ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი, სადაც „ქართულ ოცნებას" არ აქვს საკმარისი ხმები და შესაძლოა, ამიტომაც აჭიანურებდეს პროცესს, ამიტომ გთხოვთ ბატონო თავმჯდომარე, რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და დავიწყოთ ეს უმნიშვნელოვანესი კონკურსი,"- განაცხადა სამნიძემ.

მან ასევე საკუთარ გამოსვლაში გააკრიტიკა უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც კორუფციულ სქემაზე გიორგი ვაშაძის განცხადებებს გამოეხმაურნენ და მათ ფაქტებზე დაფუძნებული ოპონირებისკენ მოუწოდა.

„იმდენად მიუჩვეველი ხართ ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს და სავარაუდო კორუფციულ სქემებზე თუ უკანონო გარიგებებზე კონკრეტულ განცხადებებს, რომ მზად ხართ ყველაფერს დაარქვათ ტყუილი, გადახვიდეთ მძიმე ზღვარგადასულ ტონზე. გასაგებია რომ ძალიან ბევრი თვე მძიმე კრიზისის ფონზე თქვენ ისხედით კომფორტულად და არ გესმოდათ კრიტიკული განცხადებები, ამიტომ გთხოვთ მოემზადეთ, ასეთი განცხადებები იქნება ხშირად და ძალიან გთხოვთ, ოპონირება ფაქტებზე დაფუძნებით გაგვიწიეთ და არა ზღვარგადასული და უზრდელური განცხადებებით", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, დღეს გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კახა კალაძემ „მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო". საპასუხოდ, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის ტრიბუნიდან მის განცხადებებს სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ ჩიჩიე ვაშაძე, გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული კახა კალაძეს ეცა".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა