კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოსთვის ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა ოლაფ შოლცის განცხადება, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება

ნახვები: 654 ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოსთვის ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა ოლაფ შოლცის განცხადება, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული პარნტიორი ქვეყანა და ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია.

სამხარაძის თქმით, იმედისმომცემია განცხადებები, რომლებიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„განსაკუთრებით, კანცლერის მხრიდან დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებს, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება, მნიშვნელოვანი განცხადებაა და ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, კანცლერმა იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ბორელმა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ოპოზიციის ამოცანაც, რომ ისინი ბოლომდე უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ოპოზიციის მხრიდან ყველა სხვა ნაბიჯი ჩაითვლება ევროპული პერსპექტივის საბოტაჟად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა