კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა თუ გვინდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ, არ ვიცი, სირცხვილით სად წავიდე

ნახვები: 535 ალეკო ელისაშვილი - პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, როგორც პატარა ბავშვებს, დაგვიღეჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა თუ გვინდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ, არ ვიცი, სირცხვილით სად წავიდე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკოსებს სურთ, რომ  ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი შესრულდეს, უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სირცხვილია, როდესაც ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს.

„არ ვიცი, ასეთ დროს სირცხვილით სად წავიდე ხოლმე. ოპოზიციონერი ვარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩი იძულებულია, რომ როგორც პატარა ბავშვებს, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს უნდა დაგვიღეჭოს, რომ თუ გვინდა, საქართველო ევროკავშირში შევიდეს, ამისთვის 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და ზოგ შემთხვევაში ერთად მუშაობაში ცუდი არაფერია და არავის რეპუტაცია არ ზიანდება. ასეთ რაღაცებს რომ ვისმენ, მრცხვენია, რომ ოპოზიციას ასეთი ახსნა-განმარტება სჭირდება. 12 პუნქტი თუ გვინდა შევასრულოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ოპოზიციის ნაწილი რაღაც გაუგებრობით არის დაკავებული.

„აბსოლუტური სიგიჟეა. ერთ შენობაში ვმუშაობთ, პარლამენტში დადიან, კომიტეტებში მონაწილეობენ, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ მოსწონთ? – გვერდზე ოთახში გვიწვევენ. ჩვენს ქვეყანას პრობლემები მაშინ დაუდგა, როცა გამსახურდიას დროს აბსურდული არჩევნები ჩატარდა, რადგან ალტერნატიული მთავრობის შექმნა სურდათ. ამ სისულელეებს უნდა გავეშვათ, რადგან ამის მილიონი გამოცდილება გვაქვს. თუ სტატუსი გვინდა, რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ და მაშინ ერთად უნდა დავსხდეთ. ეს ალტერნატიული პროცესი წყლის ნაყვაა და მმართველი გუნდის გაძლიერება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა