კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან, ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ

ნახვები: 517 რომან გოცირიძე - ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან, ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ

ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რომან გოცირიძემ შეაფასა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კელი დეგნანის ის განცხადება, სადაც ელჩი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებზე საუბრობს.

„ამერიკის ელჩი როცა ამბობს, რომ ამ ოთხეულის პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენო, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი? – სახელმწიფო მდივანი. ფაქტობრივად ელჩი ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, არის თუ არა ეს ვითომ განდგომილები და „ქართული ოცნება“ ერთი და იმავე. უფრო შორს თუ წავალთ, ამათი ენით ღაღადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იქამდე მიჰყავთ საქმე, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ესენი „გამოიმუშავებენ“ სანქციებს. ეს ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. უნდა ავუკრძალოთ ჩვენ მხარეს ჯდომა ამ თვითმარქვიებს. გადაჯექით, გადაჯექით მეორე მხარეს! ასეთი ლოზუნგი უნდა დავახვედროთ სამშაბათს, როცა მოვლენ სხდომაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა