კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება

ნახვები: 356 კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ამასთანავე, როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

„როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, შესაბამისად, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მგზავრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება,"- განაცხადა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა