კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქართველი პოეტი და მთარგმნელი ჟუჟუნა ხაჯიშვილი გარდაიცვალა

ნახვები: 1120 ქართველი პოეტი და მთარგმნელი ჟუჟუნა ხაჯიშვილი გარდაიცვალა

ჟუჟუნა ხაჯიშვილი, ქართველი პოეტი და მთარგმნელი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გუშინ, 17 სექტემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

იგი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურული წრის ხელმძღვანელად, აჭარის ტელერადიო კომიტეტში კორესპონდენტად, აჭარის მწერალთა ორგანიზაციაში ჯერ მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, შემდეგ კი მწერალთა კავშირის რედაქტორ-კონსულტანტად. ავტორია ჩანახატებისა და პუბლიცისტური წერილებისა. 1975 წელს ჟურნალ „ჭოროხში“ ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. ჟუჟუნა ხაჯიშვილის პირველი პოეტური კრებული „ყვავილობა“ 1978 წელს გამოიცა, ბოლო – „კოლხური დიადემა“ 2017 წელს. სულ რვა წიგნის ავტორია. 1995 წლიდან ქართულად თარგმნის მარინა ცვეტაევას ლექსებს. 2004 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ცვეტაევას მისეული თარგმანები. მომზადებული აქვს გამოსაცემად მარინა ცვეტაევას ოთხმოცი საუკეთესო ლექსის თარგმანები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა