მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ნეპალის დასავლეთ ნაწილში მეწყერის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 516 ნეპალის დასავლეთ ნაწილში მეწყერის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ნეპალის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 22 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეწყერი დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით 450 კილომეტრში მდებარე აჩჰამის რაიონში ჩამოწვა. ადგილზე სამხედრო მაშველები, პოლიცია და მოხალისეები მუშაობენ. მეზობელ კაილალის რაიონში კი წყალდიდობის გამო ადმინისტრაციულ შენობებში 1 500 ადამიანი გადაიყვანეს.

სეზონური წვიმების პერიოდში, რომელიც ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, წყალდიდობა და მეწყერი ნეპალში ხშირი მოვლენაა.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაკარგულად ითვლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა