სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ყირგიზეთის ხელისუფლება - ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ნახვები: 660 ყირგიზეთის ხელისუფლება - ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ყირგიზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტაჯიკეთთან საზღვრის რაიონში მომხდარი შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზების რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 129 დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ყირგიზეთის განცხადებით, კონფლიქტის ზონიდან 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე ვითარება რამდენიმე დღის წინ გამწვავდა. მხარეები ერთმანეთს ბლოკ-საგუშაგოებზე და საზღვრისპირა დასახლებებზე თავდასხმაში და ტანკების, ნაღმტყორცნების, არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში სდებენ ბრალს.

ტაჯიკეთს მსხვერპლთა რაოდენობა ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია, თუმცა სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირას შეტაკებების დროს ტაჯიკეთის მხარეს მოკლულია 30 ადამიანი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მხარეების მიერ 16 სექტემბერს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. თუმცა სავარაუდოდ დაფიქსირდა რეჟიმის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა