ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სოზარ სუბარი - მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, გვინდა, განათლების სფეროში აშშ-ის ინვესტიციის თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ

ნახვები: 473 სოზარ სუბარი - მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, გვინდა, განათლების სფეროში აშშ-ის ინვესტიციის თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ

ჩვენ როცა ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვინდა, ეს თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ. ეს თემა ცალკე საკითხია, – ასე უპასუხა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რას გულისხმობდნენ „ხალხის ძალის“ წევრები ამერიკელების მიერ განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მოძიებული გვაქვს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, თუ სხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა