ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლაფ შოლცი - პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს

ნახვები: 464 ოლაფ შოლცი - პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს

პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინასთან პუტინის ომით იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფა იყო არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური, წესებზე დაფუძნებული სამშვიდობო წესრიგისთვის.

შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინი 25 ოქტომბერს უმასპინძლებს კონფერენციას უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომს გამართლება არ აქვს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: მას სურს უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა