თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ტოვებს

ნახვები: 376 ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია.

„ძმათა შორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ, პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა, თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა!

პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს. ძალა ხალხშია! ძალა სიმართლეშია!“, – წერს ბადრი ბასიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა