კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისე ძლევამოსილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს

ნახვები: 395 მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არც ისე ძლევამოსილია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის არც ისეთი ძლევამოსილია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პარტიაში მიმდინარე პროცესებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

მისივე თქმით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ამ პარტიაზე ზედმეტი შეხედულება აქვთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ან მის მომხრეებს შეიძლება, ზედმეტი შეხედულება აქვთ ამ პარტიაზე, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. სინამდვილეში, არც ისე ძლევამოსილია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საიმისოდ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს იქ მომდინარე პროცესებს – დესტრუქციული იქნება თუ კონსტრუქციული. „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ არის იმ დონის მოთამაშე, როდესაც იქ მიმდინარე პროცესებს რამე დიდი რყევის გამოწვევა შეეძლოს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება დაპირისპირებას პარტიაში, რომელიც ბოლო დროს ასეთი მძიმე შეცდომებით ხასიათდებოდა, საკუთარი ამომრჩევლებისა და ზოგადად, მოსახლეობისთვის სხვა შესათავაზებელი არაფერი აქვს, გარდა დესტრუქციისა და საქმის ფუჭების, ასეთ დროს ბუნებრივია, მას რეიტინგის და რეპუტაციის თვალსაზრისით, დაღმასვლა ექნება. დაღმასვლის ფონზე ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში აუცილებლად იარსებებს დაპირისპირებები და შეუთანხმებლობები. ასეთი შეუთანხმებლობების დამალვას შეიძლება, ვინმე ახერხებდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეუძლებელი გახდება და სააშკარაოზე გამოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად კეზერაშვილის ფაქტორს, რას ნიშნავს ამ პარტიისთვის, ვინმესთვის და ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი ნაწილისთვის, ეს დიდი ფაქტორია. დაწყებული იქიდან, როგორი გავლენებით სარგებლობდა კეზერაშვილი. არა მხოლოდ გავლენებით, არამედ მისი პოლიტიკური გავლენა როგორ კონვერტირდა მატერიალურ და ფინანსურ შესაძლებლობებში. ამის მომსწრეებიც ვყოფილვართ. ახლა რა როლი აქვს მას, იმ ფონზე, თუ რაოდენ დიდია იგივე მედიასაშუალებების გავლენა, ფინანსური მონაწილეობის როლი ამ პროცესებში, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში. ეს გასაგებად ხსნის ამ ფიგურის მნიშვნელობას „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა