კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია, ალბათ კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას

ნახვები: 508 არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია, ალბათ კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას

რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცახადა.

თალაკვაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, კანონზომიერია, რადგან პარტიას არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები.

პარლამენტარის თქმით, პარტიაში გავლენების განაწილება სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის ხდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, კანონზომიერია, რადგან პარტიას, რომელსაც არ აქვს დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა, არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული გამოკვეთილი ლიდერები, რასაკვირველია, განწირულია ასეთი კონფლიქტებისთვის. ძალაუფლების განაწილებისთვის მინიმუმ სამი ჯგუფი იბრძვის. ნიკა მელიას ჩამოშორების მცდელობაა, რაზეც მიუთითებს ის თავდასხმები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის მნიშვნელოვანი არ არის. სერიოზული სიახლეა ის, რომ ამ პროცესის შედეგად, ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი სივრცე ჩნდება, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მიერ შეივსება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერ პოლიტიკური თავბრუსხვევებია „ნაციონალურ მოძრაობაში“, ალბათ კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ. ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით. როცა გავლენას ვახსენებ, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. საზოგადოება ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა. ეს პარტია ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული და ანტისაზოგადოებრივი, ანტიპოლიტიკური მოძრაობა“, – აცხადებს თალაკვაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა