ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

ნახვები: 395 გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.

გარდა ამისა, სოხუმის დაცემის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს. კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.

გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა