თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია მურღულია - ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

ნახვები: 488 გია მურღულია - ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა

სახელმწიფო ენა, ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში, გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ განაცხადა.

როგორც მურღულიამ სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აუდიენციისას საინტერესო წინადადებები გამოითქვა.

გია მურღულიას თქმით, მსგავსი შეხვედრები კარგ შედეგს გამოიღებს.

„პირველ რიგში, უნდა ვიკითხოთ, რამდენად აუცილებელია ეს და აუცილებელი რომ არის, ეს ფაქტია, რადგან სახელმწიფო ენა, ქართული ენა უნდა დავიცვათ ყველა სფეროში. პრობლემები, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სპორტის, განათლების, სოციალური, კულტურის მიმართულებებით, ეს არის ფაქტი. ამიტომ ხედვას, შეფასებას, ცხადია, თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამ თვალსაზრისით, შეხვედრაზე ძალიან საინტერესო წინადადებები გამოითქვა. მაგალითად ის, რომ ჩვენ დავინახოთ ტიპურ შეცდომათა გარკვეული ჩამონათვალი. რა შეცდომებს ვუშვებთ, სად ვცოდავთ ქართული ენის წინაშე, რისი გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი სიტყვა ისე ფუნდამენტურად არის დღეს დამკვიდრებული, რომ პრაქტიკულად გაქართულდა კიდეც, ყურს არ ჭრის და მაინცდამაინც შეურაცხყოფას არ აყენებს ქართულ ენას. ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ შემოდის ახალი ტერმინები, სპორტში, კულტურაში, სოციალურ სფეროში, ამის ქართული შესატყვისები ან არსებობს, ან შეიძლება, შეიქმნას, როგორც თავის დროზე ჩვენი წინაპრები ასეთ შესატყვისებს ქმნიდნენ. კარგი შეხვედრა იყო და კარგ შედეგსაც გამოიღებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.

საქართველოს პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა. შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა