კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ხელაშვილი - ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან

ნახვები: 475 გიორგი ხელაშვილი - ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვგმობთ ამ ვიზიტს და ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასდროს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა საგანგებო ვითარებაში საქართველოში ბელარუსის ელჩი და მოთხოვა ახსნა-განმარტება, რასაც ახლა ველოდებით. დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს არის ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი. რაც შეეხება შედეგებს, დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს, აღებულ ვალდებულებას და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ ნაბიჯს. რეაგირება ჯერ არის მხოლოდ ის, რას უკავშირდება პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ჯერჯერობით მეტი სხვა არაფერი ვიცით. ფაქტი უკვე დასაგმობია, შემაშფოთებელია და დიპლომატიური პასუხი ჯერ სრულიად ადეკვატური იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ის ვეღარ შემოდის საქართველოში.

„რაც შეეხება საფრთხეებს, საქართველოს გარშემო არის არა მხოლოდ ის საფრთხე, რასაც პოტენციურად შეიძლება, ველოდეთ, რაც უკავშირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, არამედ ბევრი სხვა საფრთხე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს შექმნილი მდგომარეობის მიხედვით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. ყველა დიპლომატიური არხი ამოქმედებული იქნება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭირო ზეწოლა. ჯერჯერობით, შემდგარი ფაქტი ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში, რაც არის უკვე საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა