ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ჰერმან საბო - ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რა პროცესიც მიდის თბილისში, განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი

ნახვები: 556 ჰერმან საბო - ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რა პროცესიც მიდის თბილისში, განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი

ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, უნგრეთში, დღეს ვხვდებით საბერძნეთში საკმაოდ მაღალ დონეზე და მესიჯები ჩვენგან იგივე იქნება, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება საკმარისს არ ვაკეთებთ ამ მომენტში, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, დაგვაკვირდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად რა პროცესიც მიდის თბილისში, ჯერ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებაც და ოპოზიციის ნაწილიც ბოლომდე არ იაზრებს ამ პასუხისმგებლობას. პროცესი არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენი მეგობრები აქ ევროპაში ისურვებდნენ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ყველა მხარე მოეგოს გონს, ბოლომდე გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა. აქ ვართ, რომ როგორც კი ჩვენ ამის შანსი მოგვეცემა, როგორც კი დავსხდებით იმ მაგიდასთან და მოვაგვარებთ 12 პრობლემას, აქ ჩვენი მეგობრები მზად იყვნენ, ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია და ჩვენი გულშემატკივრების გუნდი იყოს მომზადებული, რათა ჩვენს პროგრესს, როგორიც არ უნდა იყოს ის, შეხვდნენ ადეკვატურად, შეხვდნენ სწორი მესიჯებით და ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპაში გვაქვს, კიდევ უფრო გააძლიერონ. ეს შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ბუდაპეშტში, უნგრეთში, დღეს ვხვდებით საბერძნეთში საკმაოდ მაღალ დონეზე და მესიჯები ჩვენგან იგივე იქნება, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება საკმარისს არ ვაკეთებთ ამ მომენტში, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, დაგვაკვირდნენ და როგორც კი რაიმე პროგრესს დაინახავენ, ამაზე ბევრი იხმაურონ ევროკავშირში იმ კულუარებში, სადაც წყდება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება, დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და ჰერმან საბო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა