კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ივერი მელაშვილი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას სასულიერო პირებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან

ნახვები: 564 ივერი მელაშვილი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას სასულიერო პირებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მიქაელ ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

„რაც შეეხება განცხადებებს დოკუმენტზე, მან ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი ჯერ შევარდნაძესა და ალიევს შორის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ვერ გაიხსენა რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, ასევე ახსენა დოკუმენტი რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ისეთი ინფორმაცია მიაწოდა მათ შორის ჩემთვის ძვირფას მამაოებსაც, რომ წარმოუდგინა საქმე ისე, თითქოს ამ 200 000-იანი რუკის გამოყენებით არიქა და საქართველო რაღაცას მოიგებს და ასე შემდეგ, კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია და შესაბამისად რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან“, – განაცხადა მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა მიქაელ ბოტკოველი დაიკითხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა