კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას

ნახვები: 571 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას

თურქეთი გლობალურ ურთიერთობებს აწარმოებს და არ ცდილობს ღერძიდან გადახრას, – თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგიერთები ცდილობდნენ წარმოეჩინათ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინიციატივები, როგორც ღერძიდან გადახრა. თუმცა, თურქეთი არ ცდილობს ღერძის ცვლილებას, ის აძლიერებს საკუთარ ღერძს იმით, რომ ერთდროულად აქვს სხვადასხვა დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოში ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სამი კონტინენტის გზაჯვარედინზე მდებარე თურქეთი გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშაა.

„თურქეთს არ აქვს ფუფუნება ჩაიკეტოს, მოახდინოს იზოლირება გარე სამყაროსგან და ღობესთან დგომით უყუროს თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ანკარას პოლიტიკას კონსტრუქციული და აქტიური უწოდა გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინიციატივით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ ესწრაფვის ესკალაციას სხვა ქვეყნებთან და არც ზეწოლას დანებდება, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირჩევს მშვიდობას, დიალოგს და ისწრაფვის იყოს სამართლიანი.

„ორივე ქვეყანასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენ ვამჯობინეთ ომის დასრულება, ნაცვლად ცეცხლის გაღვივებისა და ამბოხებისკენ წაქეზებისა“, – განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით და არ გამორიცხა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

​„ჩვენს მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი ნება, რომ სომხეთთან ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. სომხეთმა კარგად უნდა გამოიყენოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მშვიდობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთისა და ფინეთის მცდელობაზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გულმოდგინედ აკვირდება შვედეთისა და ფინეთის ძალისხმევას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი ასამბლეა მიიღებს ჩვენი ერის სახელით. ვიდრე ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ და მტკიცე სტრუქტურას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა