კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოზარ სუბარი - ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ

ნახვები: 229 სოზარ სუბარი - ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ

„ჩვენი მეგობრების და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება, შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

„როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ პირველ რიგში, არამედ, უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ, ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული. რეფორმა გრძელდება და ზოგადად რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა