ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს

ნახვები: 507 ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიცია.

ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქვეყანაში ვითარება არიოს.

„ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ეს მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ ოპოზიცია არ უნდა თანამშრომლობდეს რაღაც საკითხებზე „ოცნებასთან“.

„არ ვიცი, ელენე ხოშტარიამ ამ განცხადებაში რამდენი რუბლი აიღო ან კეზერაშვილისგან რამდენი დოლარი. პრინციპში, ესეც არ არის საინტერესო“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა