რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პრემიერი: საქართელოსთვის მნიშვნელოვანია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა

ნახვები: 309 პრემიერი: საქართელოსთვის მნიშვნელოვანია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა

„ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართელოსთვის მნიშვნელოვანია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა.

„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

პრემიერ-მინისტრის თქმით, დიალოგი მიმდინარეობს თურქეთთან, ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

„ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც ქვეყნის განვითარებაში, ასევე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზიციაში. ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა", - განაცხადა მტავრობის მეთაურმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა