თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიტანას ნაუსედა - დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები, როცა ქვეყნები შეასრულებენ რეკომენდაციებს, ახლა ყველაფერი თქვენს ხელთაა

ნახვები: 590 გიტანას ნაუსედა - დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები, როცა ქვეყნები შეასრულებენ რეკომენდაციებს, ახლა ყველაფერი თქვენს ხელთაა

ევროპული თანამეგობრობა არ უნდა დაინახოთ, როგორც ევროკავშირის გაფართოების პროცესის შემცვლელი, რადგან ევროპის გაფართოება სხვა არხია. ეს არხი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნებისთვის. ახლა ყველაფერი თქვენ ხელთაა, შეასრულოთ თქვენი დავალება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტამდე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილი, დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი მას შემდეგ, რაც ქვეყნები რეკომენდაციებს შეასრულებენ.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ უნდა დაინახოთ ევროპული თანამეგობრობა, როგორც ევროკავშირის გაფართოების პროცესის შემცვლელი, რადგან ევროპის გაფართოება სხვა არხია და ეს არხი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ პოზიტიური სიახლე ევროსაბჭოდან. ახლა ყველაფერი თქვენდ ხელთაა, შეასრულოთ თქვენი დავალება. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი, როცა ქვეყნები შეასრულებენ რეკომენდაციებს. იმედი მაქვს, ეს სწრაფად მოხდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რა არის ვროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მიზანი. გიტანას ნაუსედას განცხადებით, საჭიროა მოიძებნოს საერთო პოზიცია უკრაინაში რუსეთის ომის დასაგმობად.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ საერთო პოზიცია უკრაინაში რუსეთის ომის დასაგმობად, უკრაინის მხარდაჭერა ყველა შესაძლებლობით – სამხედრო დახმარება, ეკონომიკური დახმარება, ფინანსური. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი ენერგობაზრებისთვის, რათა გავაძლიეროთ ენერგოგამძლეობა ჩვენი ბაზრებისთვის. აქ, შეხვედრაზე არიან ქვეყნები, რომლებიც მოიპოვებენ ბუნებრივ რესურსებს, სავარაუდოდ ჩვენ მოვახერხებთ ენერგორესურსების დივერსიფიცირებას და მდგრადი გამძლეობის შექმნას ევროპული ენერგობაზრებისთვის, რომელიც ახლა რეალურად, პრობლემების წინაშე დგას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა