Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

მაია სანდუ - ევროპული პოლიტიკური გაერთიანება არის პლატფორმა, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი კოლექტიური ნდობა და სოლიდარობა

ნახვები: 578 მაია სანდუ - ევროპული პოლიტიკური გაერთიანება არის პლატფორმა, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი კოლექტიური ნდობა და სოლიდარობა

ეს არის მოგზაურობა უფრო ფართო ევროპისკენ, რომელიც დღეს წამოვიწყეთ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ჩვენთვის არის პლატფორმა, რომელმაც უნდა განამტკიცოს ჩვენი კოლექტიური ნდობა და სოლიდარობა. ამ გაერთიანებას ვაყალიბებთ რთულ დროს და მთავარი ამოცანა გახლავთ ერთობლივი მოქმედება, რათა მდგრადი მშვიდობა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემა აღდგეს ყველგან ევროპის კონტინენტზე, ჩვენი საზღვრები და ხალხი დაცული უნდა იყოს. ეს რჩება მთავარ პრიორიტეტად”, -განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებით და სოლიდარობის გამოვლენით არის შესაძლებელი.

„ეს იწყება უკრაინის დახმარებით, რათა მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ერთიანები ვართ რუსეთის აგრესიისა და მისი ტერიტორიების არალეგალური ანექსიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინის დახმარების ვალდებულებაში, რომ მან შეძლოს სუვერენიტეტის დაცვა. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ევროპის უსაფრთხოება იყოს დაცული საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ენერგოუსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ენერგოკრიზისმა შეარყიოს ჩვენი დემოკრატია. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევას. ზამთარს გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან”,-განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა. სამიტში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა