კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება

ნახვები: 578 ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი წმინდა სამართლებრივი საკითხია. მისივე თქმით, პირის სხვა ქვეყანაში ექსტრადირებისას გასათვალისწინებელია, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პასუხი ექნება.

„ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია. როგორც ვიცი, სხვა ქვეყანაში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ იმის საფუძველზე შეიძლება, იყოს მიღებული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. ამაზე იუსტიციის სამინისტროს ექნება კომპეტენტური პასუხი, რადგან ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი, არამედ სამართლებრივი საკითხია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ, რადგან არ აწყობთ განხილვა სამართლებრივ ჭრილში, ვინაიდან, როგორც ჩანს, სამართლებრივ ჭრილში საქმე მაინცდამაინც კარგად არ აქვთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა