კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

ნახვები: 710 რაფაელ გროსი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა. მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის.

ამის შესახებ რაფაელ გროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასევე წერია, რომ რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზის აღსადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია.

ელექტროსადგურის მისამართით სროლა აგვისტოდან გრძელდება. მოსკოვი და კიევი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა