საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება

ნახვები: 224 ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება

მოსამართლეების განცხადება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შიდა საქმეებში ერევა, მიმართულია იქითკენ, რომ უფსკრული, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა" და დასავლელ პარტნიორებს შორის, უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„ბუნებრივია, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. უმკაცრესი შეფასებები მოვისმინეთ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის იმ პროცესზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის დამღუპველი პროცესი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება" ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას განცხადებების შემდეგ კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა