Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

დიმიტრი ხუნდაძე - მუდმივად ვდგავართ ღია კართან, რომელიც ყველაზე მეტად როცა გვჭირდება, მაშინ იხურება, სამაგიეროდ, ღიაა ფრონტის კარი და იქ არათუ იოლად შეგვიშვებენ, არამედ გვეპატიჟებიამ კიდეც

ნახვები: 492 დიმიტრი ხუნდაძე - მუდმივად ვდგავართ ღია კართან, რომელიც ყველაზე მეტად როცა გვჭირდება, მაშინ იხურება, სამაგიეროდ, ღიაა ფრონტის კარი და იქ არათუ იოლად შეგვიშვებენ, არამედ გვეპატიჟებიამ კიდეც

მუდმივად ვდგავართ ღია კართან, რომელიც ყველაზე მეტად როცა გვჭირდება, მაშინ იხურება. სამაგიეროდ, ღიაა ფრონტის კარი და იქ არათუ იოლად შეგვიშვებენ, არამედ ცოტა არ იყოს, გვეპატიჟებიამ კიდეც, – ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძეს მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება პარტნიორული ფორმატი არ არის.

ამასთან, როგორც ხუნდაძე ამბობს, „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება არის კიდევ ერთი საშუალება, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე.

„ჩვენ მიერ გამოქვეყნებული წერილი არის კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე. ჩვენ ამით თავს არავის ვესხმით, ეს არაა თავდასხმა, ეს თავდაცვაა, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას.

ბოლო პერიოდში კელი დეგნანი ხშირად ახსენებს საქართველოს მისამართით მათი მხრიდან ექვსი მილიარდის დახმარებას. მინდა, გითხრათ, ეს სულაც არაა ექვსი მილიარდი, მაგრამ მთავარი არაა ციფრები, მთავარია ციფრებსა და ქმედებებში გამოხატული დამოკიდებულება და ის შედეგი, რის წინაშეც ვდგავართ.

ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე არ არის საკმარისად დაცული რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისაგან და სხვა საფრთხეებისაგან. ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფონზე მივიღეთ აღიარებული რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო. მუდმივად ვდგავართ ღია კართან, რომელიც ყველაზე მეტად როცა გვჭირდება, მაშინ იხურება. სამაგიეროდ, ღიაა ფრონტის კარი და იქ არათუ იოლად შეგვიშვებენ, არამედ ცოტა არ იყოს, გვეპატიჟებიამ კიდეც.

ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არ არის პარტნიორული ფორმატი და ეს ჰგავს ცალმხრივ სარგებლობას. მაგალითად, ამ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება იმ არასამთავრობო სექტორზე, რომელთა უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად არყევს ქვეყანას და შესაძლოა, ფინანსური დანაკარგი უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ გზით გაღებული საქართველოსადმი დახმარება. არასამთავრობო სექტორი ცდილობს, გააყალბოს არჩევნები და ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გზა გაუხსნას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ჩაანაცვლონ ის ხელისუფლება, რომელიც არ არის გარედაკვეთების ასე იოლად შემსრულებელი. სწორედ ესაა იმის გამოხატულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამერიკული დახმარება იყო ბევრად მეტი, ვიდრე მას შემდეგ. ეტყობა, ისინი ამ დახმარებისგან სხვა შედეგს ელოდებიან და არა იმას, რაც დადგა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა