პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუმინეთის პრეზიდენტი - უნდა მივიღოთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, როდის და რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია

ნახვები: 400 რუმინეთის პრეზიდენტი - უნდა მივიღოთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, როდის და რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია

უნდა მივიღოთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, როდის და რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, – ასე უპასუხა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

კერძოდ, რუმინეთის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე: „მინისტრმა გასულ დღეებში თქვა, რომ მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი ამ ეტაპზე არის რუსეთთან მოლაპარაკება. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რუსეთის მანიპულაციის ქვეშ არიან და არ შეიძლება, ტერორისტებთან მოლაპარაკება. რას ფიქრობთ, რუმინეთის თავდაცვის მინისტრის ამ განცხადების შესახებ, არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა“.

როგორც კლაუს იოჰანისმა განაცხადა, მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.

„ამ ომში რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და უკრაინელები ომში ამ ფასს სისხლით იხდიან. უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს როგორ, როდის და რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი. ეს პოზიცია, მიდგომა გახლავთ ჩვენი ოფიციალური მიდგომა, ასევე ევროკავშირის. ალბათ სჯობს, რომ უფრო ხშირად წაიკითხოს ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა ასეთი პოზიციების შესახებ“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა