ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილჰამ ალიევი - იძულებული ვიყავით...

ნახვები: 330 ილჰამ ალიევი - იძულებული ვიყავით...

იძულებულები ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა აგრესორისთვის და ამ ფორმით დაგვეცვა საკუთარი ერი, ხალხი და მიწა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „რასია 1"-ის გადაცემა „60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მესამე დღეა, მიმდინარეობს ბრძოლა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა..

ილჰამ ალიევის თქმით, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თურქეთი როგორც მხარე, მონაწილეობას იღებს კონფლიქტში, ყალბია. პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არც ერთ შემთხვევაში არ იღებს კონფლიქტში მონაწილეობას, არამედ მორალურ მხარდაჭერას უწევს აზერბაიჯანს, რისთვისაც ბაქო მადლიერია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი „ეფ-16" ტიპის თვითმფრინავები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ.

ამასთან, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის კონსტრუქციულად იყო განწყობილი მოლაპარაკებების პროცესზე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არსებობს კონფლიქტის მხოლოდ ორი მხარე.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ ყარაბაღი - ეს სომხეთია და წერტილი. ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკების რომელ პროცესზე შეიძლება იყოს საუბარი?!" - აცხადებს ალიევი.

მისი თქმით, სომხეთი გამიზნულად არღვევს მოლაპარაკების პროცესს და მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა