კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - უამრავი გამოწვევაა, პრობლემაა, ამას არავინ გაურბის და არავინ ამბობს, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ მთავარია, ვიცით, რა არის გამოწვევა და როგორ მოვაგვაროთ ეს მიმართულებები

ნახვები: 466 კახა კალაძე - უამრავი გამოწვევაა, პრობლემაა, ამას არავინ გაურბის და არავინ ამბობს, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ მთავარია, ვიცით, რა არის გამოწვევა და როგორ მოვაგვაროთ ეს მიმართულებები

უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემაა, ამას არავინ არ გაურბის და არავინ ამბობს იმას, რომ ყველაფერი ლამაზად არის, ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ ყველაზე მთავარია ვიცით, რა რის მთავარი პრობლემები, რა არის მთავარი გამოწვევა და ვიცით, რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვაგვაროთ ეს მიმართულებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორ კახა კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა თბილისი იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს.

„მე ბევრჯერ ვსაუბრობ ამაზე, შეიძლება, ხშირად მე ვჩანდე კონკრეტულ პროექტებზე ვსაუბრობდე, მაგრამ იცოდეთ ყველამ, რომ ჩემ უკან დგას 30 ათასამდე თანამშრომელი, ვინც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული, უფრო გალამაზებული, გამართული ინფრასტრუქტურით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ძალიან ბევრი მწვანე სივრცეებით და ამ ადამიანების როლი, ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ვხვდები ადამიანებს და გამოხატავენ მადლობებს სხვადასხვა სამსახურების მიმართულებით, ეს მნიშვნელოვანია, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა  ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა, რომ იცხოვრონ უკეთესად, იყოს უფრო მეტი კომფორტი. რითი გამოიხატება ეს ყველაფერი – მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოწესრიგებული სივრცეებით, რეკრეაციული არეალების განახლება-რეაბილიტაციით.

მინდა, დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დაპირება, კონკრეტული პროექტების სახით, რაც გვქონდა წარმოდგენილი საარჩევნოდ, ყველაფერი შესრულდეს. ალბათ საზოგადოება ხედავს, მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველთვის მქონდეს კომუნიკაცია თქვენთან, მოგაწოდოთ ინფორმაციები სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა სამუშაობეზე, ეს არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოებას პულსზე ხელი ჰქონდეს, თუ რა კეთდება ქალაქში, რა პროექტები ხორციელდება. ცხადია, დისკომფორტიც აქვს ამ სამუშაოებს, როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის განახლებაზე, მოწესრიგებაზე, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, არ გამოვა. მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რომ ხედავთ, თუ რამხელა სამუშაოები ტარდება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა, გამწვანება, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, რომელი ერთი მიმართულება ავიღო. არ არსებობს მიმართულება, რომ ჩვენ არ გვქონდეს კონკრეტული პროექტები, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები. უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემაა, ამას არავინ არ გაურბის და არავინ ამბობს იმას, რომ ყველაფერი ლამაზად არის, ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ ყველაზე მთავარია ვიცით, რა რის მთავარი პრობლემები, რა არის მთავარი გამოწვევა და ვიცით, რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვაგვაროთ ეს მიმართულებები. ყველაზე მთავარი, ვართ თანმიმდევრული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა