კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება

ნახვები: 460 ჯოზეფ ბორელი - უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება

უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ, როგორ ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინა რუსეთს.

„ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, როგორ ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევდა უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი იქნებოდა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, ისინი თავს დაესხმებიან, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ომის დაწყებამდე მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ რუსეთი შეტევას დაიწყებდა კვირის ბოლოს.

„და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო, წინააღმდეგობა გაეწია ისე ძლიერად და წარმატებით, როგორც ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის წყალობით. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა, თავისი წვლილი შეიტანეს“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი არ თვლიდა, რომ პუტინს შეეძლო მასობრივი მობილიზაციისა და ბირთვული საფრთხეების წინ წამოწევა.

„ვფიქრობ, თქვენ, ყველამ წაიკითხეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა წაიკითხოს, განსაკუთრებით კი თქვენ. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა