ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო

ნახვები: 307 გიორგი ვაშაძე - ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო

ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დებატებზე მწვავე გამოსვლა ექნება.

„ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო. „მიმინო" გამახსენდა - „ჩერეზ 5 ლეტ პამაგუო", მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, ათ წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები 100 დოლარიდან 80 დოლარამდე შემცირდება და შეიძლება, დემოგრაფიული პრობლემები გვქონდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქართველ ხალხს წითელ წიგნში შეგვიყვანენ, რადგან შობადობა მცირდება, ქორწინება განახევრებულია, შემოსავლები შემცირებულია, ახალგაზრდები ქვეყანაში არ ჩერდებიან, საპენსიო ასაკის მოცულობა იზრდება. ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში ქართველები უნდა ვეძებოთ, სად დარჩნენ კიდევ",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა