კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას

ნახვები: 350 ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - გთხოვთ, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას

მოგმართავთ გულწრფელად და გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, ნუღრ გავაგონებთ ერთმანეთს იმ საძაგელ მელოდიას, - ასე მიმართა „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნონა მამულაშვილს, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო.

ელისაშვილის თქმით, პერფორმანსს და გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს, თუმცა რუსეთის ჰიმნის ჩართვა მიუღებელია.

„ვიდრე პრემიერის გამოსვლაზე ვისაუბრებ, თხოვნა მექნება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისა და ზოგადად კოლეგებისადმი. ქალბატონო (ნონა მამულაშვილს), თქვენ მოგმართავთ „ნაციონალური მოძრაობიდან", დარბაზში რომ შემოვდივართ, იქ არის აბრა, სადაც წერია, რომ ეს დარბაზი ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. გულითადად გთხოვდით, მოგმართავთ გულწრფელად - ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა, იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს, ძალიან გთხოვდით.

პერფორმანსსაც პატივს ვცემ, გამოხატვის თავისუფლებასაც. ახლა, იგივეს აკეთებთ, რაზეც გთხოვეთ და ეტყობა, თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ლაპარაკი შეუძლებელია. ვახ, ღმერთო რა, ამ ხალხის გამოსწორება მართლა არ იქნება. გთხოვთ, ადამიანურად მოგმართავთ და კიდევ იგივეს იმეორებთ? რა ხალხი ხართ, გამაგებინეთ. მოდით და ჩართეთ მაშინ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა