პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პორტუგალიის პრემიერი - უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან

ნახვები: 496 პორტუგალიის პრემიერი - უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან

უკრაინა, ისევე როგორც მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ევროპული ოჯახის წევრები არიან, – ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციამ მონაწილეობს.

როგორც ანტონიო კოსტამ განაცხადა, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმირებისთვის.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ გაფართოების პროცესს, რომ იმედი არ უნდა გავუცრუოთ მათ მოლოდინებს. ჩვენ თუ ძალიან სერიოზულად არ მივუდგებით ამ პროცესს, მოლოდინების იმედგაცრუებისთვის მომავალში უკუშედეგით დავზარალდებით. რას ნიშნავს ეს – პირველ რიგში, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება ძალისხმევის გაღება მათი ინსტიტუციების რეფორმებისთვის, თუმცა ევროკავშირს ასევე სჭირდება საკუთარი ინსტიტუტების რეფორმა. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო, ჩვენი ამჟამინდელი წესებით, ვერ შევძლებთ ახალი წევრების მიღებას. ჩვენ თუ გვსურს, ვიყოთ სერიოზულები და იყოს შედეგი მიწვევისას, გვჭირდება ძლიერი ევროპული საყრდენები, რათა მივიღოთ ეს ახალი წევრები ჩვენს ოჯახში და მათ აქ ელოდებიან“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა