რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ალექსანდრე ლუკაშენკო - ომი ყოველთვის ცუდია, ყოველდღე ხალხი კვდება

ნახვები: 696 ალექსანდრე ლუკაშენკო - ომი ყოველთვის ცუდია, ყოველდღე ხალხი კვდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში, პირველ რიგში, საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.

”ვიცით, რომ ეს ცუდია. ომი ყოველთვის ცუდია. მე ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე. ალბათ, ეს ნორმალური ფორმულაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე მტკიცებით, ბელარუსი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩართვას, მითუმეტეს, რომ ამას არც რუსეთი სთხოვს.

„ჩვენ იქ არავინ მოგვიკავს და არც არავის მოკვლას ვაპირებთ, ჯერ ერთი, არავინ გვთხოვს ამ ოპერაციაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში რუსეთი, და არც ვაპირებთ მასში ჩართვას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა