კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

ნახვები: 570 ლევან დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, მისი მსვლელობისას განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპასთან დაახლოების პროცესი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირს ამ ქვეყნებთან აქვს. ესაა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ისე თვით ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ბიზნეს ფორუმზე საუბარი წარიმართა საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე.

„მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა