ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული ძალადობისგან - ვახტანგ მეგრელიშვილი

ნახვები: 345 ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული ძალადობისგან - ვახტანგ მეგრელიშვილი

ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, ძალადობისგან დაცულად გრძნობდეს თავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წელს პირველად მოხდა დაპირისპირება ამ ჯგუფებს შორის, ასეთი კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობს. , - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

„ერთადერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალადობა. ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, ძალადობისგან დაცულად გრძნობდეს თავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წელს პირველად მოხდა დაპირისპირება ამ ჯგუფებს შორის, ასეთი კონფლიქტი ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობს. ამ კონფლიქტის გამოყენება პოლიტიკური მიზნით არის ალბათ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ზოგადად გავაკეთოთ. ახლა რაც ეტყობა და რა სიტუაციაც არის, ამ მხარეებს, როგორც ლგბტ თემს, რომელთაც პოლიტიკოსების ნაწილი უჭერს მხარს და საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ აქციას, როგორც ჩანს ხელისუფლება უჭერს მხარს. ჩემი აზრით, მთავარი ამბავი არის, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც შეიძლება, ქვეყანაში ჩატარდეს, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული ძალადობისგან, სხვა ფუნქცია ამ ქვეყანაში სახელმწიფოს არ აქვს, რაც არ უნდა მიუღებელი ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში და რაც არ უნდა მიუღებელ რამეებს ამბობდნენ, რადგან სიტყვის თავისუფლება ზოგადად არ არის სადღეგრძელოების დასაცავად. სადღეგძელოებს დაცვა არ სჭირდება. სადღეგრძელოების მთქმელ ადამიანებს ტაშს უკრავენ. იმ ადამიანებს აქვთ საფრთხის განცდა, ვინც ისეთ რამეს ამბობენ, რაც უმრავლესობას, არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ საზოგადოებაში არ მოსწონს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა