თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ლელოს“ როლი ენმ-ს სატელიტობაა“ - შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 225 „ლელოს“ როლი ენმ-ს სატელიტობაა“ - შალვა პაპუაშვილი

„სამუშაო ჯგუფშიც ჩანდა, რომ ყოველთვის „ლელო" ასრულებდა ჩამშლელის როლს და ეს როლი ახლაც ბოლომდე შეასრულა", - განაცხადა დღეს, 29 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს"გადაწყვეტილების კომენტირებისას.

შეგახსენებთ: „ლელომ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

პაპუაშვილის თქმით, „ლელოს" ეს გადაწყვეტილება მიშელის შეთანხმების დარღვევას ნიშნავს და ამით „ნაციონალური მოძრაობის" პათოსს შეუერთდა.

"მათ შესახებ ასეთი დაბალი წარმოდგენა არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ვერ გაერკვნენ საკითხში. 40- პროცენტიანი ბარიერი არის ოპოზიციის წინადადება. ეს თავის დროზე „რესპუბლიკელებმა", „სტრატეგია აღმაშენებელმა" დააყენეს, უკვე დიდი ხანია, ამაზე მიდის მსჯელობა. ახლა ისეთი პოზის დაჭერა, რომ ეს მათთვის სიახლე იყო, სასაცილოა. როგორ ჩანს, „ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ერთ სტრატეგიაზე დალაგდა. სამუშაო ჯგუფშიც ჩანდა, რომ ყოველთვის "ლელო" ასრულებდა ჩამშლელის როლს და ეს როლი ახლაც ბოლომდე შეასრულეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარი არ დაუჭირეს ამას. "ლელოს" როლია "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტობა, რომ 19 აპრილის შეთანხმების მონაწილეთა რიგებში ყოფილიყო საცეცე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი". "ლელოს" ფრაქციას შევხედოთ - მათ საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს "ნაციონალების" ყოფილი წევრი, იურიდიულს - "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი," - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა