Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი ზარქუა - მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არის მხოლოდ კახა კალაძე, ველოდებით მისგან თანხმობას და მოხდება წარდგენა

ნახვები: 412 ირაკლი ზარქუა - მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არის მხოლოდ კახა კალაძე, ველოდებით მისგან თანხმობას და მოხდება წარდგენა

მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან" არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მერობის კანდიდატად კახა კალაძის გარდა, პარტიაში არავინ განიხილებოდა და არც განიხილება.

„პირდაპირ გეტყვით, მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, ეს არის კახა კალაძე. უბრალოდ, ჩვენ ბატონი კახასგან თანხმობას ველოდებით და შესაბამისად, მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. არავინ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაა ბატონი კახას მიმართ", - განაცხადა ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა