კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები გააკეთებს

ნახვები: 445 პაატა მანჯგალაძე - ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები გააკეთებს

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პირი, ვინც შემჩნეული იქნება რუსეთთან ფარულ გარიგებებში, ბიზნეს ურთიერთობებში, თუ პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაში, ყველას დაასანქცირებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სია მუდმივად განახლებადია, რომელშიც ადამიანები ემატებიან.

„ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ სანქციები ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ვერც სანქციები გააკეთებს. თუ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი ივანიშვილსა და საქართველოს შორის. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა არჩევანი ივანიშვილის სასარგებლოდ, ახლა ჯერი ჩვენზეა. მოლდოვა უფრო ახლოსაა ფრონტის ხაზთან, მაგრამ არავის მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქცია არ დაუწესებია. ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა და უამრავი ანტიქართული განცხადებები კეთდება რუსეთის დუმაში, მაგრამ ამაზე რეაქცია არ აქვთ და ბიძინა ივანიშვილის საკითხი როგორც დადგება, ეს ხდება ნომერ პირველ თემა. ეს არის „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, როდესაც ივანიშვილს ექმნება საფრთხე, მზად არიან საქართველოს ინტერესების ზიანისთვისაც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა