კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი:პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას

ნახვები: 509 ლევან იოსელიანი:პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მეათე საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვაა, რაც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში უკვე არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ვესწრები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - ეს არის ელექტრონული არჩევნების საქართველოში დანერგვა, რაც ასეთი მასშტაბით პირველად ხდება და რამაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება უნდა მოიტანოს. არჩევნების მიმართ უნდა გააჩინოს ნდობა და არჩევნები აღარ უნდა იყოს დაპირისპირების, ადამიანების და პარტიების ერთმანეთთან მწვავე დისკუსიის საგანი. სულ მცირე არჩევნების დღეს უნდა გვქონდეს განცდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ის ასევე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არსებობს.

„რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც დაკავშირებულია, მათ შორის, ხმების მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და ეს პრობლემები დღესაც არსებობს. ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს არჩევნების დღის ადმინისტრირების აბსოლუტურად შეცვლაზე, რომელმაც ასეთი ტიპის პრობლემებისგან არჩევნების დღე უნდა დააზღვიოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ანალოგიური გამოწვევები არ გვექნება,“ - აღნიშნა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა