Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდათ პრეზიდენტი, რომელსაც ხის ცხენივით გამოაგორებენ, როცა დასჭირდებათ და მერე შეაგორებენ უკან

ნახვები: 576 პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდათ პრეზიდენტი, რომელსაც ხის ცხენივით გამოაგორებენ, როცა დასჭირდებათ და მერე შეაგორებენ უკან

ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდათ პრეზიდენტი, რომელსაც ხის ცხენივით გამოაგორებენ, როცა დასჭირდებათ და მერე შეაგორებენ უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

 

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტს ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რადგან პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას.

 

„საქართველოში გაფორმებულია ოლიგარქიული მმართველობა და მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. მათ უნდათ პრეზიდენტი და ნებისმიერი ინსტიტუტი იყოს სუსტი, ეს ოლიგარქიისთვის დამახასიათებელია.

 

არამარტო არ გააგებინეს ალიევის ვიზიტი პრეზიდენტს, შეურაცხყოფა მიაყენეს - ისეთი რა საკითხი არსებობს, რაზეც ზურაბიშვილს მასთან უნდა ესაუბრაო. მაშინ რატომ ავირჩიეთ, რატომ დახარჯეს მილიონები ამაში? რატომ ვინახავთ, რად გვინდა მაშინ საერთოდ?“ - განაცხადა მანჯგალაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა